ახალი ამბები

თვითმმართველი თემის თელავის საკრებულოს პირველ სხდომას 30 დეპუტატი დაესწრო

თვითმმართველი თემის თელავის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას, 32 დეპუტატიდან 30 დაესწრო.

საკრებულოს პირველი სხდომა, #17 თელავის საოლქო თავმჯდომარემ, დავით მკალავიშვილმა გახსნა. მან დამსწრეებს არჩევნების საბოლოო შედეგები და საკრებულოში შესული პირების ვინაობა გააცნო.

დღესვე, საკრებულოს სხდომაზე მოხდა სამანდატო დროებითი კომისიის არჩევაც, რომელის თავმჯდომარედ ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელი, საკრებულოში შესული ერთადერთი ქალი, მაია ნაცვლიშვილი აირჩიეს.

საკრებულოს პირველი მოწვევის სხდომა ხვალ, 3 აგვისტოსაც გაგრძელდება.