თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ ხიზანიშვილი აირჩიეს
თვითმმართველი თემის თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ ხიზანიშვილი აირჩიეს.
ხიზანიშვილის კანდიდატურა საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ, პაატა გიორგობიანმა დააყენა, რომელიც დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
როგორც სამანდატო დროებითი კომისიის მდივანი, ტიტე ხიზანიშვილი აცხადებს, ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომას, 32 დეპუტატიდან 30 დაესწრო, არჩევნებში მონაწილეობა კი 25-მა დეპუტატმა მიიღო.
მისივე თქმით, მერაბ ხიზანიშვილის კანდიდატურას მხარი 22-მა დეპუტატმა დაუჭირა. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო 5-მა დეპუტატმა, ხოლო ბათილად გამოცხადდა 3 ბიულეტენი.