თვითმმართველი თემის თელავის საკრებულოს თავმჯდომარედ პაატა გიორგობიანი აირჩიეს
თვითმმართველი თემის თელავის საკრებულოს თავმჯდომარედ, ქართული ოცნების თელავის შტაბის ხელმძღვანელი, პაატა გიორგობიანი აირჩიეს.
საკრებულოს სხდომას, 32 დეპუტატიდან 30 ესწრებოდა, რომელთა უმრავლესობამ, 25-მა პაატა გიორგობიანს მხარი დაუჭირა.
ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობაში თავი შეიკავა 5 დეპუტატმა, ხოლო 7 ბიულეტენი გამოუყენებელი დარჩა.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მხოლოდ გიორგობიანის კანდიდატურა დასახელდა.
როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მიერ სხვა კანდიდატურის დაყენებას, აზრი არ ჰქონდა რადგან თემის საკრებულოში უმცირესობაში არიან.