ახალი ამბები

თელავში „არასაპარლამეტო ოპოზიციის” პლაკატები შეღებეს

თელავში „არასაპარლამეტო ოპოზიციის“ პლაკატები შეღებეს. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასაპარლამენტო ოპოზიციის თელავის მერობისა და საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, უკვე მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.
 „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ თელავის მერობის კანდიდატის გიორგი მოსიაშვილის განცხადებით, 
მათ უკვე  მივმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს  საქმის მოკვლევა. პარტიაში განმარტავენ, რომ  პლაკატების დაზიანება   იქვე დამონტაჟებულმა  სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.  შეგახსენებთ, რომ ანალოგიური პრობლემები დაფიქსირდა გურჯაანშიც. გამგებლობის კანდიდატი ვალერი შოშიაშვილი სასწრაფოდ მოითხოვს დაზიანებული პლაკატების ავტორების დასჯას. ორივე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.