ახალი ამბები

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების აღრიცხვა და პასპორტიზაცია დაიწყო

მათი თქმით, ვენახების პასპორტიზაცია და რეესტრის წარმოების სისტემა დღემდე საერთოდ არ არსებობდა. სააგენტოს ცნობით, კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ყველა იმ წამყვან ევროპულ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. მათივე განმარტებით, საკადასტრო ბაზა აუცილებელია მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და რთველის სწორად დასაგეგმად: უფრო გამარტივდება ყურძნის ჩაბარება ლა გაჩნდება ზუსტი სტატისტიკა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარგის ეფექტური მართვა. პროგრამა რაჭა-ლეჩხუმის და კახეთის რეგიონებში ეტაპობრივად განხორციელდება.ღვინის ეროვნული სააგენტო მევენახეობის კადასტრის პროგრამას ახორციელებს. აზომვითი სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის ზონიდან დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “რუკა მაპპინგი” ახორციელებს. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ვენახების კადასტრის პროგრამა ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს მოწესრიგების მიზნით, ვენახების ფართობების აღრიცხვას, რეგისტრაციას, პასპორტიზაციას და სპეციფიკური ზონების საზღვრების დაზუსტებას ითვალისწინებს.