გროვდება ხელმოწერები წნორის სკვერის რეაბილიტაციის მოთხვნის მიზნით

თუ გსურს რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი სკვერი წნორში;
თუ ხართ ქალაქ წნორის ან მისი მიმდებარე ტერიტორიზე მცხოვრები;

გახდი ერთობლივი განცხადების ხელმომწერი.
გამოაგზავნე მეილზე: chemisofeli@live.com თქვენი

  • გვარი, სახელი;
  • პირადობის ნომერი;
  • მისამართი;
  • საკონტაქტო ტელეფონი;

    ერთობლივი განცხადება

     

    სიღანღის მუნციპალიტეტის გამგებლის

    მოვალეობის შემსრულებელ ბატონ

    რამაზ პოპიაშვილს

    მოგეხსენებათ რომ, ამ დროისათვის ქალაქ წნორში არ არის პარკი/სკვერი, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანებს შეუძლიათ დრო საინტერესოდ და კომფორტულად გაატარონ. წლის ნებისმიერ დროს ახალგაზრდები სკვერში აქტიურად იკრიბებიან, თუმცა არ აქვთ შესაძლებლობა დრო პროდუქტიულად გაატარონ, რადგან ამის საშუალებას წნორის სკვერის სივრცე არ აძლევს არც ბავშვებს, არც უფროსებს.

    ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, 2014 წლისათვის გამოგვიყოთ საჭირო ფინანსური რესურსი რათა მოხდეს წნორის სკევრის მოდერნიზება-რებილიტაცია და კეთილმოწყობა.

    • გამოიყოს მოსასვენებელი ზონები;
    • განთავსდეს ქუჩის/სკვერის ტრენაჟორები;
    • დამონტაჟდეს საბავშვო გასართობი ინფრასტუქტურა;
    • გამოიყოს ნაგვის ურნები;
    • განახლდეს და გამრავალფეროვნდეს მწვანე საფარი;
    • აღიჭურვოს შესაბამისი გარე/დეკორატიული განათებით;

    ჩვენ გვჯერა, გაითვალისწინებთ წნორის მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებს, მოახდენთ თანამდეროვე სტანდარტების გათვალისწინებით სკვერის რეკონსტუქციას, რაც მიმზიდველი და სასარგებლო იქნება როგორც ქალაქის მაცხოვრებლებისათვის, ისე ჩამოსული სტუმრებისთვის.

    (განცხადების ასლი ეგზავნება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს)