თელავის უნივერსიტეტის სტუდენტმა კრივში ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ლიგაში გაიმარჯვა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კრივში ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ლიგაში გაიმარჯვა.
19 წლის თელაველმა სპორტსმენმა მეტოქე პირველივე რაუნდში ჩააგდო ნოკაუტში და ყველასგან დაუმარცხებელ მოკრივეს მოუგო.
ირაკლი ღარიბაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტია და ჩეხეთში, ქალაქ ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში, გაცვლითი პროგრამით იმყოფება.
თელაველი სტუდენტი თანამედროვე კლასიკური კრივის სახეობაში, 86 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და სწავლის პარალელურად, ჩეხურ სპორტულ კლუბში ვარჯიშობს.