ახალი ამბები

დედოფლისწყაროში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 3 ივნისიდან ამოქმედდება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 3 ივნისიდან ამოქმედდება.

ავტობუსები რეგულარულ სამგაზვრო გადაყვანას სამრეკლო-ქ.დედოფლისწყარო-ხორნაბუჯის მიმართულებით განახორციელებენ. რაც შეეხება მგზავრობის საფასურს, N 141 მარშრუტზე მგზავრობის ტარიფი განსაზღვრულია 1.00 ლარით. ავტობუსები იმოძრავებს ყოველდღე 08:30 – დან 20:00 საათამდე.

რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე 50% შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ:

✅ პენსიონერები.
✅ იძულებით გადაადგილებული პირები.
✅ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.
✅ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
✅ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.
✅სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს.
✅სოციალურად დაუცველი მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს.
✅ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს.
✅დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები.
✅დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.
✅არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის „დედოფლისწყაროს სათნოების სახლის“ ბენეფიციარები.
✅დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები.