ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თელავში ღონისძიებები გაიმართება
პირველს ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თელავში, „მშვიდობის პარკში“, გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
გთავაზობთ დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს:
-გასართობი პროგრამა მუსიკალური და ინტერაქტიული ნომრებით;
-კოსტიუმირებული სანახაობები, საყვარელი ზღაპრის გმირები და ჯამბაზი;
-ფოტო კუთხე საყვარელ პერსონაჟებთან ერთად;
-მაფინებისა და ფერადი ხილის დამზადება;
-მხატვრების კუთხე, სახის მოხატვა და ცარცით ხატვა;
-საბავშვო გასართობი, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური და საინფორმაციო კუთხეები;
-სამაგიდო თამაშები;
-ნაყინი და პოპკორნი ბავშვებისთვის;
-მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები ადგილობრივი და მოწვეული საბავშვო სტუდიების ჩართულობით.
ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება.