თუშეთი პოპულარული იუთუბერების ობიექტივში მოხვდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოგზაურობა ევროპის ყველაზე მიუწვდომელ სოფელში (სახიფათო და შეუძლებელი ტური)-საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ Youtube-ის მაღალრეიტინგულმა სამოგზაურო არხმა Yes Theory 36 წუთიანი ფილმი მოამზადა.
მათივე ცნობით, Yes Theory-ის გადამღები ჯგუფი კანადიდან საქართველოში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდა.
„ცნობილმა „იუთუბერებმა“ სვანეთსა და თუშეთში იმოგზაურეს, მონაწილეობა ექსტრემალურ ტურში მიიღეს, გადაიღეს: უშგული, ომალო, ბოჭორნა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილები. ვიდეოში ნაჩვენებია სვანეთისა და თუშეთის ბუნება, კულტურა, ტრადიციები და ადგილობრივი კერძები.
Yes Theory-ის არხს Youtube-ზე 9 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. ატვირთული ვიდეოების ნახვების რაოდენობა კი მილიარდს აჭარბებს.
https://youtu.be/uFFZpLbvJqQ?si=SDqU1o2gebKHKL6p“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.