პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს
საქართველოსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.
შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე გამოსვლისას გააკეთა.
პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის ქარტიაში ასახული ვალდებულებები მომავალ პარლამენტში შეასრულოს, ხელმოსაწერა სთავაზობს.
“გადავწყვიტე, თქვენს წინაშე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, “ქართული ქარტია”, რომლის ირგვლივ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისთვის. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისთვის და სამართლიანი სახელმწიფოს დამიკვიდრებისთვის. შევადგინე და წადმოგიდგენთ ქართულ ქარტიას.
ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას,რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროსოს მომავალ პარლამენტში. ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულების და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი არჩევნები, სხვანაირი მთავრობა. სხვანაირი ერთობა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.