მოქალაქეებზე იარაღის რეგისტრაცია დროებით აკრძალულია
მოქალაქეებზე იარაღის რეგისტრაცია დროებით აკრძალულია. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ გირჩის დეპუტატს სანდრო რაქვიაშვილს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის იარაღის შეძენა შესაძლებელია, თუმცა გადაფორმება შეჩერებულია.
მისივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვა აქციების დაწყებიდან მალევე ამოქმედდა.
„ახლაც შეჩერებულია იარაღის რეგისტრაცია. აქციები რომ დაიწყო, ეს შეზღუდვა მალევე დაწესდა და ჯერჯერობით, ისევ მოქმედებს. იარაღის შეძენა აკრძალული არ არის, თუმცა რეგისტრაცია არ ხდება.
შეიძლება როდისმე მსგავსი აკრძალვა ყოფილა, მაგრამ მე პირველად გავიგე და რა თქმა უნდა, ძალიან ბუნებრივია, რომ მიმდინარე პროცესებს ვუკავშირებდეთ. უბრალოდ, მე იმას ვერ ვხვდები, ქვეყანაში, სადაც 300 000 ადამიანს იარაღი აქვს, თუ დამატებით აღარ დარეგისტრირდება, ასეთ შეზღუდვას რა შინაარსი აქვს, “,– ამბობს სანდრო რაქვიაშვილი.