საქართველოს ევროპაში ყველაზე მეტი, 21-მდე უქმე დღე აქვს
მთავრობის 30 აპრილისა და 15 მაისის დადგენილებების, საფუძველზე, 7,8,10 მაისი გამოცხადდა უქმე დღედ, შემდეგ კი 2024 წლის 17 მაისი(ოჯახის სიწმინდის დღე).
ოფიციალურად, შრომითი კოდექსის თანახმად დასვენებებისთვის წელიწადში 17 დღე არის გამოყოფილი, მაგრამ წელს მათი რაოდენობა 21-მდე არის გაზრდილი, რაც ევროპის მასშტაბით რეკორდული მაჩვენებელია.
აქედან გამომდინარე საქართველოს უფრო მეტი სახალხო არდადეგები აქვს, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოს ( 8 ) და საფრანგეთს (11), შედარებით უფრო ახლოს ვართ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ესპანეთი (14) და იტალია (12). როგორც უკვე აღინიშნა გერმანიის არდადეგების რაოდენობა შტატებში განსხვავებულია, მაგრამ ყველაზე დიდსულოვან შტატებშიც კი, სულ 13 დასვენების დღეა, რაც ჩამორჩება საქართველოს მაჩვენებელს.