თაფლის ექსპორტი 51%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 4 თვეში საქართველოდან 14.29 ტონა (94.2 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 29.04 ტონა (215.6 ათასი აშშ დოლარი).
ამავე მონაცემების მიხედვით, 4 თვის განმავლობაში 1 კგ საექსპორტო თაფლის საშუალო ფასმა 6,6 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში – 7,4 აშშ დოლარი.
რაც შეეხება მხოლოდ აპრილის მონაცემებს, საქართველოდან თაფლი უმნიშვნელო რაოდენობით გავიდა.