საქართველოში ყველაზე მეტი პირუტყვთა სასაკლაო კახეთში მდებარეობს
„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 100.1 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 36.8 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 56.1 პროცენტი – ღორი, ხოლო 4 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 3 პროცენტს შეადგენს.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 989.3 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2024 წლის 1-ელ კვარტალში 14.1 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.9 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 40.2 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 28.2 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.6 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 10.1 ათას პირს, საიდანაც 37.6 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 061 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 36.5 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 15.8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 30.7 ლარი,“- აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
დამატებით ინფორმაცია იხილეთ ვიდეოში.