ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავიდან ამერიკაში, ემიგრაციაში წასულმა მოქალაქეებმა, სხვა ემიგრანტებთან ერთად პარტია დააფუძნეს

თელავიდან ამერიკაში, ემიგრაციაში წასულმა მოქალაქეებმა, სხვა ემიგრანტებთან ერთად პარტია “ემიგრანტები მომავლისთვის” დააფუძნეს.

პარტია “ემიგრანტები მომავლისთვის” თავჯდომარე ვანო გალახვარიძე აცხადებს, რომ პარტია დაფუძნდა მიმდინარე წლის 24 მარტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისივე თქმით, შეიკრიბა სამასი მხარდამჭერი და უკვე ჩაატარეს ყრილობაც, სადაც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრებიც აირჩიეს.

,,პარტიის დამფუძნებლები და პოლიტსაბჭოს წევრები ვართ ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ მთელი ემიგრაცია ერთი პოლიტიკური პლატფორმის გარშემო და შევცვალოთ ის საშინელი პოლიტიკური რეალობა რაც საქართველოშია.

იუსტიციის სამინისტროში პარტიის რეგისტრაციაზე უარი გვითხრეს ისეთი მიზეზების გამო, რასაც არ ველოდით. ამიტომ მოგვიწევს კიდევ ერთი ყრილობის ჩატარება საქართველოში და შემდეგ რეგისტრაცია. იმედია ვეღარ დაგვიხარვეზებენ ვერაფერს. მანამდე ვაგრძელებთ მუშაობას ემიგრანტებთან. სამომავლოდ კი ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას”,- განუცხადა Knews.ge-ს ვანო გალახვარიძემ.