როდის დასრულდება გადათხრილი გზების რეაბილიტაცია თელავში
თითქმის ერთი წელია ქალაქ თელავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
კეთდება ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები, ტროტუარები, გზის საფარი ნაწილი და სხვა ინფრასტრუქტურა. როგორც knews.ge-სთან საუბრისას თელავში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, გზებზე მიმდინარე სამუშაოები დროულად არ სრულდება.
მძღოლების თქმით, გადათხრილი გზების გამო, მანქანები ზიანდება. გადათხრილი გზის გამო შეუძლებელია გადაადგილება და დაზიანებული გზების გამო ალტერნატიული ქუჩებით სარგებლობა უწევთ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, გზებზე განხორციელებულ ყველა პროექტს თან ახლავს შიდა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, რომელიც დროს მოითხოვს.