ახალი ამბები

ჩინური ავტომობილების იმპორტი საქართველოში მაქსიმუმზეა

საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი შემოვიდა.

წელს, 3 თვის მონაცემები, გასული წლების ანალოგიური პერიოდთან შედარებით, ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. შედარებისთვის, 2023 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში ჩინეთიდან 511 ერთეული მანქანა შემოვიდა, 2022 წლის 3 თვეში – 148 ერთეული, 2021 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში 514 ერთეული, 2020 წლის იანვარ-მარტში – 115 ერთეული, 2019 წლის 3 თვეში – 17 ერთეული და ა.შ.

რაც შეეხება ღირებულებას, საქსტატის მიხედვით, წელს ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილების საშუალო ღირებულება დაახლოებით, 14,3 ათასი აშშ დოლარია. ფასი დაანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლით, შესაბამისად, ჩინური ავტომობილის იმპორტი მარკისა და მოდელის შესაბამისად, შესაძლოა, 14 ათას აშშ დოლარზე ნაკლები, ან მეტი დაჯდეს.

“ბევრი ჩინური კომპანიაა საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესებული. იგეგმება, რომ მოეწყოს მანქანების ბაზრობა საქართველოში, ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების. შეიძლება ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობა სხვადასხვა ჩინური კომპანიების მიერ, რომლებიც საქართველოში ჩინური ინვესტიციებით არიან დაინტერესებულები. ვფიქრობ, რომ ეს ბაზრობა მალე იქნება. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი არ ვიცით, მიმდინარე წელს წესით უნდა იყოს”, – განაცხადა ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა.