21 მაისამდე კახეთში გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 მაისს კახეთში მოსალოდნელია გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 მაისამდე შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი. კახეთში 18 მაისს უნალქო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
მთიან რეგიონებში (დედოფლისწყარო, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით ++11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.