ახალი ამბები

18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება

18 მაისამდე საქართველოში გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (დედოფლისწყარო): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ომალო, დედოფლისწყარო): ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.