ახალი ამბები

უცხოური მედია საქართველოზე წერს

ქვეყანაში აქციებისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო განვითარებულ ვნებათაღელვას გავლენიანი გამოცემები აშუქებენ:

“გახდება თუ არა ხმაურიანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ევროპისთვის ახალი უბედურების წყარო?” – Euronews

“რა არის საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და რატომ არის ასე შეშფოთებული ევროპა?” – Cnn

“აქციის მონაწილეები პირობას დებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ” – The Guardian

“სპეცრაზმი „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის დემონსტრანტებს უპირისპირდება”– BBC

ცნობისათვის, ამ დროისთვის პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საწინააღმდეგო აქცია გრძელდება.