ახალი ამბები

ე.წ. რუსული კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენითაც მიიღო

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულია. პარლამენტმა მას მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

კანონის მიღებას ხმა მისცა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 30 დეპუტატი.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მეორედ დააინიციირა. სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკის მიუხედავად, ხელისუფლებამ კანონი მაინც მიიღო.

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს ახალგაზრდების საპროტესტო აქცია. აქციები აღნიშნული კანონის ინიციირების შემდეგ დედაქალაქში თითქმის ყოველდღიურად იმართება.