ჯეიმს ო’ბრაიენი მედიის კითხვებს უპასუხებს
საქართველოში დღეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჩამოდის. აშშ-ის საელჩოს ცნობით, ჯეიმს ო’ბრაიენი თბილისის დროით 20:30 საათზე, სასტუმრო „შერატო მეტეხი პალასში“ პრესკონფერენციას გამართავს და მედიის კითხვებს უპასუხებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოში ვიზიტისას, დღის განმავლობაში მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი.
ო’ბრაიენთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია 13 მაისს დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც, რომელიც ელის რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობასა და პირდაპირ ფრენებზე. მაღალი რანგის სტუმრებს ქართულმა მხარემ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით და ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს, როგორც ექსპორტის, ისე რეექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით.