ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებიან
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპელ კოლეგებს, კერძოდ, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებიან.
საქართველოს დედაქალაქში იმყოფებიან, მათ შორის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი იქნება.
ცნობისთვის, 13-15 მაისის ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ასევე, საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.