,,ჯანსაღი ნიადაგი სურსათის უვნებლობისთვის“- ტრენინგი სასოფლო/აგროტურიზმის მეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის – „ჯანსაღი ნიადაგი სურსათის უვნებლობისთვის“ ფარგლებში, გთავაზობთ სასოფლო/აგროტურიზმის მეწარმეობისა და ორგანული ფერმერული მეურნეობის მენეჯმენტისადმი მიძღვნილ ტრენინგებში ჩართულობას.
ტრენინგები ჩატარდება 2024 წლის ივნისში ონლაინ რეჟიმში. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალებით, პრეზენტაციებით, კითხვარებით, ტესტებით.
,,მსურველებს და დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა შემდეგ მისამართებზე: mzia.kokhia@iliauni.edu.ge, icct.ngo.2007@gmail.com.
ბენეფიციარებს დამატებით მიეწოდებათ შესაბამისი ლექსიკა ინგლისურ ენაზე თარგმანით. უახლოეს ვადებში გაგიზიარებთ ბმულს რეგისტრაციისათვის და ზუმში (ZOOM) ჩასართავად, ტრენინგების ჩატარების ზუსტ ვადებს, თარიღს და საათებს. ტრენინგების დასრულების შემდგომ მონაწილეები დაჯილდოვდებიან პროექტის ფარგლებში გამოცემული ბროშურებით და სერტიფიკატით. ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია”,-აცხადებენ ორგანიზატორები.
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ:
მარინე მეტრეველი, თბილისი, 599502336
მზია კოხია, თბილისი, 577262002
ნინო ღარიბაშვილი, წნორი, 568 418833