ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა.
„ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოში დაუდასტურეს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ.
მანამდე, ტელეკომპანია „პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჯიმ ობრაიენი საქართველოში ორშაბათს ღამით იქნება. მათივე ცნობით, უკვე ჩანიშნულია შეხვედრა ოპოზიციასთან.