ახალი ამბები

“ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს ევროატლანტიკურ გზას”

სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ “აგენტების კანონი” ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს ევროატლანტიკურ გზას. ამის შესახებ ყოველდღიურ ბრიფინგზე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.

“ჩვენ გვჯერა, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე გადაიყვანს, ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. ჩვენ ამის ახსნას გავაგრძელებთ, ისინი კი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

საქართველოში უკვე ორი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ იიუსტიციის სამინისტროს რეესტრში, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.