ჯანდაცვის სამინისტრო – პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 11 დაშავებული გადაიყვანეს, მათი ნაწილი კლინიკებიდან უკვე გაეწერა
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 11 დაშავებული გადაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულთა ნაწილი გაეწერა და კლინიკა დატოვა.
„11 დაშავებულია რომელთა ჰოსპიტალიზაციაც მოხდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის არიან სამართალდამცველები. დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.