პროდუქტის უსაფრთხოებაზე კონტროლი შესაძლოა, გამკაცრდეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, კანონპროექტი წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად იცვლება წესდება ჯარიმები სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევებზე. უფრო კონკრეტულად კი:
ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა რომელიც – 1500 ლარამდეა, განისაზღვრება – 1500 ლარიდან – 3000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 3000 ლარიდან – 5000 ლარამდე.
ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა რომელიც – 3000 ლარამდეა, განისაზღვრება – 3000 ლარიდან – 5000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 5000 ლარიდან – 8000 ლარამდე. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 891-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად. ცვლილების შემდეგ (191 მუხლის 23-ე ნაწილში მომზადებული ცვლილების საფუძველზე) აღნიშნული მოხდება სუბიექტის განმეორებით დაჯარიმების შემდეგ.
ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ საჯარო სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა რომელიც – 5000 ლარამდეა, განისაზღვრება – 5000 ლარიდან – 7000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 7000 ლარიდან – 10 000 ლარამდე.
ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ საჯარო სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა რომელიც – 7000 ლარამდეა, განისაზღვრება – 7000 ლარიდან – 9000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 9000 ლარიდან – 12 000 ლარამდე.
ემატება ახალი სამართალდარღვევის სახეობა და შესაბამისი 427 მუხლი: პასუხისმგებლობა პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის და დგინდება აღნიშნულის ჩადენაზე შესაბამისი ჯარიმების ოდენობები, რაც სამართალდარღვევის სიმძიმისა და სპეციფიკის მიხედვითაა დიფერენცირებული და 500 ლარიდან – 5000 ლარამდე განისაზღვრება.