არჩევნებიახალი ამბებიგზა ევროპისკენ

წინასაარჩევნო მოლოდინები და საფრთხეები – რატომ არის საშიში რუსული კანონი

გრძელდება რადიო ,,კახეთის ხმის” საგანგებო ეთერი. გადაცემების ციკლი ქვეყენაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეძღვნება, რომელიც 10 დღეა მიმდინარეობს. აქციების თემა გახლავთ კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ხელახალი ინიცირება.

გადაცემათა ციკლი ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენს საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.

დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ რუსული კანონის გავლენაზე საარჩევნო პროცესებზე. გადაცემის სტუმარია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.