პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს
პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს. მოქალაქეები, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
ამ წუთებში შეკრებილებს სიტყვით ორგანიზატორები მიმართავენ. არსებული ინფორმაციით, სიტყვით გამოვა 20-მდე გამომსვლელი, რის შემდეგაც მომიტინგეები მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან.
“ჩვენი ერთობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხვალინდელ აქციას ხელისუფლებამ დაარქვა “მამული, ენა სარწმუნოება”. ჩვენ უნდა დავიცვათ გაყალბებისგან მამული, ენა, სარწმუნოება”, – მიმართა აქციის მონაწილეებს პოეტმა რატი ამაღლობელმა.
ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ამასთან, აქციის დაწყებისას შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.