მე ვალაგებ საქართველოს- კახეთში დასუფთავების აქციები გაიმართა
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, საქველმოქმედო ორგანიზაცია სადაგთან თანამშრომლობით, (საქართველოს დამლაგებელთა გილდია) კახეთის რეგიონის 26 სკოლის მიერ, ჩატარდა დასუფთავების აქციები – ,,მე ვალაგებ საქართველოს“.
გარემოსდაცვითმა აქტივობებმა სტარტი ოქტომბრის მეორე ნახევარში აიღო და გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს – 5 ივნისს ფინალური ეტაპით დასრულდება.
,,დალაგების პირველი აქტივობები ჩატარდა 18-20 ოქტომბერს, რომელშიც 22 ლიდერი მასწავლებელი და მათი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აქტივობაში ჩართული სკოლების რიცხვი ეტაპობრივად იზრდება, რათა თითოეულ ეტაპზე მზარდი ოდენობის მასწავლებელმა და მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა. ამ ეტაპზე დასუფთავების აქციაში მონაწილებენ შემდეგი რეგიონები: აჭარა, კახეთი და ქვემო ქართლი.
კახეთში დალაგების აქციაში მონაწილეობა მიიღო 5 მუნიციპალიტეტის (თელავი, ახმეტა, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი) 26 სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. დალაგების აქტივობების ჩატარდა 17-19 აპრილი 2024.
ჩვენი საერთო მიზანია მოსწავლეებს: ჩამოუყალიბდეთ დალაგების, გარემოს დაცვის ჩვევა, ვაჩვენოთ საკუთარი ქვეყანაზე ზრუნვის და მოვლის საქმეში ძალთა გაერთიანების და ერთად მოქმედების მნიშვნელობა, ყურადღება გავუმახვილოთ ჯანსაღი ცხოვების წესის და სუფთა გარემოში ცხოვრების მნიშვნელობაზე, ხელი შევუწყოთ ლიდერული თვისებების განვითარებას. დალაგების ღონისძიებები ხელს შეუწყობს ამ თემის პოპულარიზაციას სკოლებში, მუნიციპალურ სამსახურებში, მონაწილეთა ოჯახებში და ადგილობრივ მოსახლეობაში მთელი საქართველოს მასშტაბით”,- აცხადებენ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის წარმომადგენლები.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International – საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. კახეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია მედია ცენტრი კახეთი MCK.
იხილეთ აქტივობების დროს გადაღებული ფოტოები:



















































