რუსული კანონის გაწვევაზე მოწოდებას კიდევ 6 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები უერთდებიან
კიდევ 6 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები აკრიტიკებენ საქართველოში ხელახლა შემობრუნებულ რუსულ კანონს.
ინფორმაციას ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ავრცელებს. ერთობლივ განცხადებას და მოწოდებას, რუსული კანონის გაწვევაზე შეუერთდნენ – ბელგია, ბულგარეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სლოვენია.
“ჯამში უკვე 20 ევროპელი თავმჯდომარე გამოხატავს პროტესტს საქართველოში რუსული კანონის მიმართ”, – წერს პავილიონისი.
თავდაპირველად ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა განცხადება 5 აპრილს გაავრცელეს. მასში ნათქვამია:
“მოვუწოდებთ მმართველ პარტიას “ქართველის ოცნებას” გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი”.