იუკნევიჩიენე – შოკისმომგვრელია ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო არაა მზად EU-ს წევრობისთვის
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ეხმაურება ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებას, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის.
“ჩვენ ცოტა ხნის წინ, ყოფილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ, რომ საქართველო არ არის მზად ევროკავშირის წევრობისთვის, რაც შოკისმომგვრელი ამბავი იყო, თუმცა არც თუ ისე მოულოდნელი სიახლე მათთვის, ვინც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს. ჩვენ ასეთივე გზავნილებს ვისმენთ მოლდოვის ოპოზიციისგან, რომელიც მოსკოვიდან იმართება და ჩვენ კრემლის ასეთ ნაბიჯებს ვხედავთ ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიც ყირგიზეთია, სადაც ასეთივე კანონი მიიღეს. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა მარიონეტული ხდება. ვწუხვარ, ასეთი ტერმინების გამოყენება რომ მიწევს, მაგრამ დღეს ისეთი დრო დგას, როდესაც ყველამ პირდაპირ და ნათლად უნდა ვისაუბროთ და ეს ჩვენც გვეხება, რადგან ჩვენ ვხედავთ, როგორც ცდილობს კრემლი ევროპარლამენტის არჩევნებში ჩარევას,”- ამბობს რასა იუკნევიჩიენე.