“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღესაც გაიმართება
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღესაც გაიმართება.
სტუდენტების განცხადებით, აქცია 23 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.
სტუდენტები გუშინ თავდაპირველად თსუ-სთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ აქცია “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზეც გამართეს, სადაც პოლიციელების კორიდორი დახვდათ და უშუალოდ ოფისთან მისვლა ვერ შეძლეს.