ქალაქ თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ენერგო-ეფექტური სკამები დააზიანეს
ქალაქ თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ენერგო-ეფექტური სკამები დააზიანეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია ენერგო-ეფექტური სკამების ზედაპირები, Wi-Fi მიმღებები და სადენები როგორც თელავში, ისე სოფლებში.
,,ენერგო-ეფექტური სკამები მზის ენერგიით მუშაობს. სკამები აღჭურვილია ტელეფონის დამტენით, “ლაითბოქსით”, სადაც განთავსებულია თელავის ტურისტული რუკა, აქვს Wi-Fi მხარდაჭერა, რომლის გამოყენებაც უფასოდ შეუძლია როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე უცხოელ ვიზიტორებს და დიდი მოწონებით სარგებლობს ჩვენს მოქალაქეებში.
დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული და ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელი.
მოსახლეობას და ვანდალური ფაქტის ჩამდენ პირებს მოგიწოდებთ, გავუფრთხილდეთ ჩვენს მუნიციპალიტეტს და ინფრასტრუქტურას”,– წერია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.