ახალი ამბები

მთავრობა მეორადი ავტონაწილების კონტროლს გეგმავს

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსი ნონიაძის თქმით, მთავრობა დაშლილი ავტომობილის ნაწილების კონტროლს გეგმავს.

მან ამ საკითხზე განცხადება გააკეთა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „შენი დრო“.

„მთავრობას დიდი ხანია სურს გარკვეული რეგულაციების ჩატარება, უფრო კონკრეტულად კი აღირიცხოს თითოეული ნაწილი, რაც დაიშალა. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს რეგლამენტი, თუმცა როდის განახლდება, უცნობია.
თავად ფაქტმაც გვაჩვენა, რომ როდესაც ეს რეგულაცია შემოდიოდა, ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მოესწრო ძველი მანქანის ყიდვა. ადამიანმა, რომელსაც ძველი ავტომობილი ჰყავს, უნდა გამოცვალოს ის, რადგან მისი ტექნიკური ექსპლუატაცია შეუძლებელია. ანუ, ამ ადამიანმა თავისი მანქანის ტექნიკურ მონაცემებზე უკეთესი ავტომობილი უნდა შეიძინოს, შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში აქ არებული ავტომობილების გაძვირება გარდაუვალია“, –
განაცხადა ნონიაძემ.