საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან და რუსეთიდან ეწვია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-მარტში თურქეთიდან 254 577 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 17.6%-იან ზრდას წარმოადგენს, 2019 წელთან შედარებით კი, ზრდა 26.5%-ია.
რაც შეეხება რუსეთს, წინა წელთან შედარებით 16.1%-იანი კლების მიუხედავად, 215 468 ვიზიტით მეორე ადგილზეა. რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.2%-ით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორების მიხედვით ლიდერი ქვეყნების ათეულში ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ მოხვდა და TOP-15-ეულში პოლონეთი მე-11, ხოლო გერმანია მე-12 პოზიციაზეა.
უფრო დეტალურად, I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით TOP 15 ქვეყანა შემდეგია:
თურქეთი – 254,577
რუსეთი – 215,468
სომხეთი – 191,830
აზერბაიჯანი – 51,466
ისრაელი – 46,789
ირანი – 28,811
ყაზახეთი – 27,874
უკრაინა – 24,538
ინდოეთი – 20,645
ბელარუსი – 17,236
პოლონეთი – 11,734
გერმანია – 11,005
ფილიპინები – 10,551
ჩინეთი – 9,905
უზბეკეთი – 9,863
ევროპიდან ტურიზმის აღდგენის დადებითი დინამიკის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო პრესრელიზს ავრცელებს, სადაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ „ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულია“ და დივერსიფიკაციის დინამიკა ნარჩუნდება.