გაიცანით წარმატებული მოსწავლეები სოფელ ზემო ალვნიდან
ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ალვნის 1 და მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, გაცვლითი პროგრამით, შვეიცარიაში იმყოფებოდნენ.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სტუნდეტბი. მათ საშუალება მიეცათ ახლოს გაეცნოთ გაეროს მუშაობის პრიციპები, მიეღოთ მეტი პრაქტიკული გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ ენის ცენტრი, ევროპის აკადემიურ ცენტრთან თანამშრომლობს და სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად მოხდა ერთობლივად, პროგრამის მონაწილე ახალგაზრდების შერჩევა.
13 წლის მარიამ ბუქვაიძე და 16 წლის ლიზი ნავგურაიძე, იმ 5 წარმომადგენელს შორის მოხვდნენ საქართქველოდან, რომლებიც კონფერენციაზე- “დემოკრატია ფოკუსში” სიტყვით გამოვიდნენ და ინგლისურ ენაზე ნაშრომი წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ორივე მოსწავლე სოფლის ენის ცენტრის ხშირი ვიზიტორია და სწორედ აღნიშნული ცენტრის ხელშეწყობით იყვნენ წასულები პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
“კონფერენციაში მონაწილეობამ საშუალება მომცა ავიმაღლო ცნობიერება დემოკრატიის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ასეთი პროექტები იძლევა ახალი მეგობრობების და კონტაქტების შეძენის შესაძლებლობას,”,– აცხადებს ZuMUN 2024-ის დელეგატი ლიზი ნავგურაიძე.
“ჩემთვის საჯარო გამოსვლები მნიშვენლოვანია, ხოლო კონკრეტულ კონფერენციაში მონაწილეობამ მომცა უნიკალური შესაძლებლობა განვავითარო ახალი უნარები სხვადასხვა სფეროში, მივიღო ახალი ცოდნა და გამოცდილება და წვლილი შევიტანო გლობალურ დისკუსიებში სხვადასხვა გარემოში”,- აცხადებს ZuMUN 2024-ის დელეგატი მარიამ ბუკვაიძე.
2024 წლის მასშტაბური კონფერენცია, შვეიცარიის დედაქალაქ ციურიხში მიმდინარეობდა, რომელშიც 18 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას 300 მონაწილე იყო.
პროექტის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა ციურიხის მერიის ისტორიულ შენობაში, სადაც მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შვეიცარიის ელჩმა UN-ში თომას გიურბერმა, იგი ხელმძღვანელობს FDFA-ს გაეროს განყოფილებას, კონფერენციის მხარდამჭერია ციურიხის უნივერსიტეტი და Zumun 2024 საორგანიზაციო გუნდი.