პრეზიდენტი ახალგაზრდებს – არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც
არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული -ამ გზას გავივლით ერთად! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს, რომლებიც პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ, მადლობას უხდის.
„ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან.
მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიერნი და მართალნი.
არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული. ამ გზას გავივლით ერთად!“ – წერს ზურაბიშვილი.