საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც EU-სთან დააახლოებს და არა დააშორებს- კალასი
“როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ევროკავშირთან დააახლოებს და არა დააშორებს,” – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალას X-ზე წერს და ამბობს, რომ ის ესტონეთში საქართველოს ახალ ელჩს შეხვდა.
“მივესალმე საქართველოს ახალ ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს. შევთანხმდით, რომ უკრაინის მხარდაჭერა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ფოკუსი ისეთ ნაბიჯებზე უნდა იყოს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს, და არა დააშორებს,” – წერს კალასი