ორგანული ფერმერული მეურნეობითა და სასოფლო/ აგრო ტურიზმით დაინტერესებულთათვის
ორგანული ფერმერული მეურნეობითა და სასოფლო/ აგრო ტურიზმით დაინტერესებულთათვის ტრენინგები ჩატარდება.
ტრენინგები ტარდება რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „ჯანსაღი ნიადაგი სურსათის უვნებლობისთვის“ ფარგლებში.
,,გთავაზობთ სასოფლო/აგროტურიზმის მეწარმეობის მენეჯმენტისა და ორგანული ფერმერული მეურნეობისადმი მიძღვნილ ტრენინგებში ჩართულობას.
ტრენინგებს ჩაატარებენ სასოფლო/აგრო ტურიზმისა და ორგანული ფერმერული მეურნეობის ქართველი და ევროკავშირიდან მოწვეული ექსპერტები. ტრენინგების ჩატარების ადგილი, ქ. წნორი, ფერმერ ქალთა ასოციაციის ოფისი (მისამართი: სააკაძის ქუჩა, 12).
შეხვედრები ჩატარდება 2024 წლის ივნისში, კვირაში 2-ჯერ. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით, სასწავლო მასალებით, პრეზენტაციებით, ყავა/ჩაით შესვენებების დროს. კურსის დასრულების შემდეგ მოხდება მონაწილეთა დაჯილდოება სერტიფიკატებით. ბენეფიციარებს დამატებით მიეწოდებათ შესაბამისი ლექსიკა ინგლისურ ენაზე”,- ნათქვამია ტრენინგის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:
568418833 ნინო ღარიბაშვილი, წნორი
599502336 მარინე მეტრეველი, თბილისი
577262002 მზია კოხია, თბილისი