195 პიკაპის შესაძენად შსს-მ 18.4-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
195 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის შესაძენად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18.4 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად ერთი ავტომობილის შეძენის და 150,000 კილომეტრზე საგარანტიო მომსახურების ღირებულება 94,570 ლარზე ნაკლები უნდა იყოს.
სატენდერო პირობების თანახმად, აღნიშნული ავტომობილები პიკაპის ტიპის უნდა იყოს, გააჩნდეს არანაკლებ 150 ცხენის ძალა, ავტომობილი მუშაობდეს დიზელის საწვავზე, მისი სიგრძე არანაკლებ 5.31 მეტრი, ხოლო სიგანე არანაკლებ 1.85 მეტრი, სიმაღლე კი არანაკლებ 1.79 მეტრი უნდა იყოს.
სატენდერო პირობების თანახმად, ავტომობილები არაუადრეს 2023 წელს უნდა იყოს წარმოებული. სატენდერო პირობების მიხედვით კომპანიებს წინადადებების წარდგენა 20 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.