საიდუმლო მიზნობრიობით გასულ წელს მთავრობამ 10 მლნ ლარი დახარჯა
აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემების ინფორმაციით 2023 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, სარეზერვო ფონდისთვის განკუთვნილი 100 მლნ ლარიდან, ფაქტობრივად ათვისებულია 95 მლნ ლარი.
რაც შეეხება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ათვისებული სახსრების მიზნობრიობას, დახარჯული 95 მლნ ლარი შემდეგნაირად ნაწილდება:
10,5% ( 10 მლნ ლარი ) საიდუმლო ხარჯი;
51,1% ( 48 მლნ ლარზე მეტი) ინფრასტრუქტურული და სოციალური ტიპის დანახარჯების დაფინანსება;
23,4% (22 მლნ ლარზე მეტი) სხვა სპეციფიკური ხარჯების დაფინანსება;
8,7% ( 8 მლნ ლარზე მეტი ) იურიდიული, ფინანსური, საკონსულტაციო და სარეკლამო მომსახურების, ასევე, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ხარჯების დაფინანსება;
6,1% (თითქმის 6 მლნ ლარი) მხარჯავი დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების, საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მიმდინარე საჭიროებების დაფინანსება.
ცნობისთვის, საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, „საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.