პარლამენტში დღესაც მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტებს დაუშვებენ, დანარჩენ მედიას – არა
პარლამენტში დღესაც მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტებს დაუშვებენ, დანარჩენ მედიას – არა.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.
“„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე “რუსული კანონის” განხილვა დღესაც გაგრძელდება, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გუშინ სრულად ვერ მოესწრო.