პეტრას აუსტრევიჩუსი – “ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორადაა, ქვეყანა ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს
“ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ქვეყანა ლამისაა უკან, სსრკ-ში დაბრუნდეს.
ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ეს ქვეყანა ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს. ცრუ ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს”, – წერს აუსტრევიჩუსი.