ახალი ამბები

2025 წლიდან, შესაძლოა, ტექინსპექტირების ცენტრების კონტროლი გამკაცრდეს

“ფაქტები და რისკი, როდესაც ავტომფლობელები ცდილობენ მხოლოდ ტექინსპექტირებისთვის გამართონ ავტომობილები, ნამდვილად არსებობს”, – ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე „ბიზმესპარტნიორთან“ აცხადებს.

გიორგი შიოლაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, საზოგადოების ცნობიერება დროთა განმავლობაში შეიცვალა და ამაღლდა, რასაც დახარვეზების, ანუ დარღვევების შემცირებული მაჩვენებლებიც მოწმობს.

თუმცა, სექტორი გამოწვევებს კვლავ ხედავს, გამოსავალს კი ტექნოპარკის განახლებაში, კონტროლის ახალი მექანიზმების დანერგვაში და ტექინსპექტირების ცენტრების გამართულ მუშაობაში ხედავს.

“2025 წლიდან, ტექინსპექტირების ცენტრების ახალი მექანიზმი შემოდის, რომელსაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს. შესაბამისად, ტექინსპექტირების ცენტრებზე მოხდება ვიდეო მონიტორინგი და გარკვეული ჯგუფები გადაამოწმებენ, თუ რამდენად ობიექტურად ჩატარდა ტექინსპექტირების პროცესი. შესაძლებელია, როდესაც ტექინსპექტირება დასრულდება, ერთი და იგივე ავტომობილი, გადაამოწმოს ამ ჯგუფმა ხელახლა და შეადაროს ტექინსპექტირების ცენტრების მიერ გაცემულ ანგარიშს. თუ ვთქვათ გარკვეული აცდენა იქნება და გარკვეული პარამეტრები არ იქნება დაფიქსირებული ტექინსპექირების ცენტრის მხრიდან, ამ შემთხვევაში გარკვეული საჯარიმო სანქციები იქნება შემოღებული,“ – აცხადებს გიორგი შიოლაშვილი.

შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო.