პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაძაბულია – სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
ერთ-ერთი დაკავებული სავარაუდოდ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “რუსებო”.
მოქალაქეები მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია განლაგებული.
საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.