,,არა რუსულ კანონს” – თელავში აქცია გაიმართა
“არა რუსულ კანონს” – თელავში საპროტესო აქცია გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიის წარმომადგენლებმა რუსული კანონი გააპროტესტეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დანაშაულია რაც ქვეყანას ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე დიდ პრობლემებს გაუჩენს. ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ხელისუფლების გადაწყვეტილება.
,,ხელისუფლება ,,რუსული კანონის“ ინიცირებით ცდილობს, რომ რუსული მეთოდებით გაგვაჩუმოს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები. ამას არ დავუშვებთ რასაც ისიც მოწმობს რომ ერთი წლის თავზე ისევ იგივე საკითხს ვაპროტესტებთ. ჩვენი არჩევანი არის ევროპა“, – აცხადებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის თელავის ოფისის კოორდინატორი თამარ მოდებაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აღნიშნულ კანონს განიხილავს რაც პარლამენტმა საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო.
ლაივი იხილეთ ლინქზე: https://fb.watch/rsDpGgA6Sk/