“დაბალი შობადობა, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაუმჯობესებისა და შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების ემიგრაცია” – ADB-ის ანგარიში
აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ბერდება. აღნიშნული უმეტესად განპირობებულია დაბალი შობადობით, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაუმჯობესებისა და შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების ემიგრაციის გამო.
„სახელმწიფოს შეუძლია, გაზარდოს დასაქმებულთა შრომის ნაყოფიერება უნარ-ჩვევების განვითარებისა და ტექნოლოგიების გამოყენების ზრდით.
მუშახელის სტაბილური დეფიციტის მიუხედავად, დიდი განსხვავება რჩება მამაკაცებისა და ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის მაჩვენებლებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ჩართვას სამუშაო ძალაში“, – აღნიშნულია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. ამასთანავე, ADB-ი მომავალ წელს ეკონომიკის 5.5%-ით ზრდას ელოდება.